
ჩვენს შესახებ
ახალი N2 სამშობიარო სახლი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ქუთაისში — ლორთქიფანიძის N13-ში. მისი მშენებლობა დასრულდა და ფუნქციონირება დაიწყო 03.03.2013 წელს. ახალი შენობა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებისა და პროფესიონალი მედპერსონალით გამორჩეული სამშობიარო კლინიკაა.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, რენტგენის ოთახი და დღის სტაციონარი; მე-2 სართულზე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა, ქალთა კონსულტაცია და მაღალი სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე გერმანული, უახლესი აპარატურით. მესამე სართულზე მდებარეობს სამეანო განყოფილება.
სამშობიარო სახლი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მეან‑გინეკოლოგებით, ოჯახის ექიმით, თერაპევტით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, რეპროდუქტოლოგით, ოტოლარინგოლოგით, ოკულისტით, დერმატოვენეროლოგით, სტომატოლოგით, ნევროპათოლოგით, უროლოგით და თერაპევტ‑ჰომეოპატით.
აქ, ფიზიოლოგიურ მშობიარობასა და საკეისრო კვეთასთან ერთად, სრულდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები — მათ შორის საშვილოსნოს ვაგინალური ექსტირპაცია, საშოს კედლების წინა და უკანა კოლპორაფია ბადეების იმპლანტაციით, ლევატორო პლასტიკა და საშოს ტაკვის გამოვარდნის გამო ფიქსაცია საკრალურ იოგებთან.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და პაციენტებს სთავაზობს ევროპული სტანდარტების შესაბამის პირობებს. კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სახის გამოკვლევები: ექოსკოპია, რენტგენოლოგიური კვლევები, ჩიყვი, სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკა; ანალიზები — კლინიკური, ბიოქიმიური და ვირუსული; ასევე ორსულობის მეთვალყურეობა და კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ესპანური ფერადი ვიდეოკოლპოსკოპით და საჭიროებისამებრ პრობლემების აღმოფხვრა).
საშვილოსნოს ყელის წყლულებისა და კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა ტარდება უმტკივნეულოდ, მაღალი სიხშირის რადიოტალღებით (ამერიკული წარმოების აპარატი — სურგიტრონი). ასევე ფართოდ გამოიყენება ოზონოთერაპია.
კლინიკის ხელმძღვანელი: ირაკლი მერკვილაძე.
სერტიფიკატები
საოპერაციო გეგმა
დეტალური საოპერაციო და სტრატეგიული გეგმა ხელმისაწვდომია PDF დოკუმენტად.