ჩვენი გუნდი

ირაკლი მერკვილაძე

ირაკლი მერკვილაძე

დირექტორი, მეან‑გინეკოლოგი, ექოსკოპიის სპეციალისტი

მერკვილაძე ირაკლი იოსების ძე დაიბადა 03.09.1961 წ. ქ. ზუგდიდში. 1968–1978 წ.წ. სწავლობდა ქუთაისის N2 საშუალო სკოლაში. 1978–1984 წ.წ. პეტროზავოდსკის უნივერსიტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი; 1984–1985 წ.წ. ინტერნატურა ქ. ლენინგრადში.

1985–1989 წ.წ. ტიხეინის სამშობიაროს მეან‑გინეკოლოგი; 1989–1991 წ.წ. ორდინატურა ქ. ლენინგრადში; 1991–2012 წ.წ. ქუთაისის სამეანო‑გინეკოლოგიურ საავადმყოფოში — სამეანო განყოფილების გამგე, სამედიცინო დირექტორი.

2010–2011 წ.წ. მონაწილეობდა, როგორც ექსპერტი, მეანობა‑გინეკოლოგიის ეროვნულ, მტკიცებულ მედიცინაზე დაფუძნებული პროტოკოლების შემუშავებასა და დანერგვაში. აქვს 38‑წლიანი გამოცდილება მეანობა‑გინეკოლოგიაში, არის ექოსკოპიის სპეციალისტი. 2012–2013 წ. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის სამედიცინო დირექტორი. 2013 წლიდან — ახალი N2 სამშობიარო სახლის დირექტორი.

მომსახურება

  • ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა
  • ბუნებრივი გზით მშობიარობა და საკეისრო კვეთა
  • ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო ჩვენებით
  • გინეკოლოგიური ოპერაციები
  • ექოსკოპია (VOLUSON‑8E, 4D, ფერადი დოპლერი)
  • კარდიოტახოგრამა — ნაყოფის გულისცემის ჩანაწერი

საკონტაქტო ტელ.: +995 599 56 38 72

ირენა მორჩაძე

ირენა მორჩაძე

მეან‑გინეკოლოგი

1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია (სამკურნალო ფაკულტეტი). 1992 წელს დაასრულა კლინიკური ორდინატურა ყარაგანდის საოლქო სამშობიარო სახლის ბაზაზე.

აქვს 32‑წლიანი სამუშაო გამოცდილება (დაწყებული 1990 წლიდან იმავე ბაზაზე). 1995 წლიდან საქმიანობას აგრძელებს საქართველოში. 2013 წლიდან ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის სამედიცინო გუნდის წევრია.

არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო ღონისძიების, ტრენინგის და კონგრესის აქტიური მონაწილე. ყოველწლიურად იმაღლებს პროფესიულ კვალიფიკაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი განათლების დეპარტამენტის ბაზაზე.

სერტიფიცირებული სპეციალისტია მეან‑გინეკოლოგიის დარგში. ფლობს სრულყოფილად ქართულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და შვილები.

ტელ.: +995 597 57 05 40

დავით ჯანელიძე

კლინიკური მენეჯერი, მეან‑გინეკოლოგი

დაიბადა 20.05.1957 წ. ქ. ქუთაისში. 1964–1974 წ.წ. სწავლობდა ქუთაისის N9 საშუალო სკოლაში.

1981–1987 წ.წ. არხანგელსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; სპეციალობა — მეან‑გინეკოლოგი (HB‑N528839).

1988–1994 წ. ვანის რაიონული საავადმყოფოს სამეანო‑გინეკოლოგიურ განყოფილებაში — მეან‑გინეკოლოგი. 1994–2007 წ. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის მეან‑გინეკოლოგი.

1999–2010 წ. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007 წლიდან დღემდე — შპს ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილების გამგე; 2010–2020 წ. 6 ივლისამდე — სამედიცინო დირექტორი.

2020 წლიდან — ახალი N2 სამშობიარო სახლის კლინიკური მენეჯერი. სამუშაო ენები: ქართული, რუსული.

ტელ.: +995 599 50 47 14

ეკატერინე ჩინჩალაძე

ეკატერინე ჩინჩალაძე

მეან‑გინეკოლოგი, რადიოლოგი, ოზონოთერაპევტი; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დაიბადა: 1974 წ. 30.10, ქ. ქუთაისში. განათლება მიიღო თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტზე (1992–1999). 2001–2006 წ. წ. — რეზიდენტურა ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა‑გინეკოლოგიის ინსტიტუტში.

სამუშაო გამოცდილება: 2007–2012 წ. — სამეანო‑გინეკოლოგიურ საავადმყოფოში მეან‑გინეკოლოგი. 2000 წ. (04.04–08.07) — დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, სერტიფიკატი მეან‑გინეკოლოგიაში. 2020 წლიდან — სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში. 2012–2013 წ. — ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში მეან‑გინეკოლოგი და რადიოლოგი.

2013 წლიდან — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მეან‑გინეკოლოგი; ამავე სამშობიაროს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ოზონოთერაპევტი.

სერვისები

  • ორსულების მეთვალყურეობა მთელი ორსულობა, ექოსკოპიური კვლევით
  • ბუნებრივი მშობიარობა და საკეისრო კვეთა
  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ექოსკოპიური კვლევით
  • კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (პაპტესტი, კოლპოსკოპია — OP‑C5 ვიდეოკოლპოსკოპი)
  • საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებისა და წყლულის მკურნალობა რადიოტალღებით (Surgitron)
  • ოზონოთერაპია — იმუნიტეტის მხარდაჭერა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, პოსტკოვიდური სინდრომის მართვა

ტელ.: +995 599 91 02 49

ჰყავს მეუღლე და ორი ბავშვი.

ირმა ფუტურიძე

მეან‑გინეკოლოგი; მოწვეული პედაგოგი

2010–2015 — თსსუ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ინსტიტუტი, სარეზიდენტო პროგრამა (მეანობა‑გინეკოლოგია). 2015 — სახელმწიფო სერტიფიკატი (მეანობა‑გინეკოლოგია).

2003–2007 — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი. 2003 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯის ქუთაისის ფილიალი.

16.09.2019 മുതൽ — სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლინიკური მედიცინის ინგლისურენოვანი ფაკულტეტი — მოწვეული პედაგოგი. 08.04.2019 წლამდე — შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“, მედიცინის ფაკულტეტი.

27.12.2018 წლიდან — სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი, ამბულატორიული‑დიაგნოსტიკური განყოფილება — ექიმი მეან‑გინეკოლოგი.

08.04.2019 წლიდან — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლში — ექიმი მეან‑გინეკოლოგი. 01.06.2016 — სადაზღვევო კომპანია „ირაო“ — სამედიცინო სარჩელების მენეჯერი.

01.12.2010–2018 — საგარეჯოს რაიონის სამშობიარო კლინიკა „LIFE“ — ექიმის თანაშემწე. 27.12.2019 — თსსუ უსგ პროგრამა „ანტენატალური მეთვალყურეობა“ და სხვა ტრენინგები. 16.06.2018 — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი — ტრენინგები: მშობიარობის შემდგომი სისხლდენა; მონიტორინგი (ნაყოფის გულისცემის ელექტრონული მონიტორინგი).

ტელ.: +995 597 50 01 50

ლარისა მეტრეველი

მეან‑გინეკოლოგი; კონსულტანტი

ლარისა ბასილის ასული მეტრეველი დაიბადა 14.02.1960 წელს ქ. ონში. 1977 წელს დაამთავრა ქ. წყალტუბოს N2 საშუალო სკოლა.

1978–1980 წ. მუშაობდა სანიტრად ქ. წყალტუბოს სანატორიუმ „გეოლოგში“. 1982 წელს ჩააბარა ბარნაულის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მოსამზადებელ განყოფილებაზე, 1983 წელს ჩაირიცხა სამკურნალო ფაკულტეტზე და 1990 წელს დაამთავრა.

1991–1992 წ. გაიარა ინტერნატურა ქ. ბარნაულის N2 სამშობიარო სახლში. 1993–1994 წ. მუშაობდა ქ. წყალტუბოს სანატორიუმ „რკინიგზელში“ მეან‑გინეკოლოგად.

1995 წლიდან დღემდე — ქუთაისის N4 პოლიკლინიკაში მეან‑გინეკოლოგი; 2019 წლიდან პარალელურად — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის კონსულტაციაში, მეან‑გინეკოლოგი.

ტელ.: +995 592 70 09 97

ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

ნანა აბულაძე

ნანა აბულაძე

მეან‑გინეკოლოგი

1984 წ. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, 1990 წ. დაამთავრა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1990–1991 წ. გაიარა ინტერნატურა ქ. მოსკოვის N61 კლინიკურ საავადმყოფოში (სპეციალობით — გინეკოლოგია). 1992–2008 წწ. მუშაობდა გინეკოლოგად. 2015 წლიდან — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მეან‑გინეკოლოგი.

ტელ.: +995 597 62 02 28

ნინო მეტონიძე

ნინო მეტონიძე

მეან‑გინეკოლოგი

დაიბადა 07.02.1968 წ. ქ. თბილისში. 1985 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ფიზიკა‑მათემატიკური საშუალო სკოლა.

1985–1991 — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (სამკურნალო საქმე), ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკური ინტერნატურა; 1991–1992 — კვალიფიკაცია.

1996 — ციკლი მეანობა‑გინეკოლოგიაში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია და ჩაჩავას ინსტიტუტი).

სამუშაო გამოცდილება: 1993–1997 — საქართველოს რკინიგზის ქუთაისის პოლიკლინიკა; 1997–2020 — ჩხობაძის კლინიკა — კონსერვატიული და ოპერაციული გინეკოლოგ‑რეპროდუქტოლოგი; 2014 წლიდან — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მეან‑გინეკოლოგი.

ტელ.: +995 555 51 99 36

ნატო ეფუტიძე

მეან‑გინეკოლოგი

დაამთავრა თბილისის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1996).

1997–2000 — ინტერნატურა და სტაჟირება ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში.

2001 — დაიწყო მუშაობა „შპს ეწერის საექიმო ამბულატორიაში“ გინეკოლოგად.

2002 — ჩააბარა სალიცენზიო‑სასერთიფიკაციო გამოცდა მეანობა‑გინეკოლოგიასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში; ამავე წელს დაინიშნა „შპს ეწერის საექიმო ამბულატორიაში“ დირექტორად.

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ ღონისძიებასა და ტრენინგში. 2013 წლიდან დღემდე — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მეან‑გინეკოლოგი.

ტელ.: +995 599 48 77 76

ქეთევან კრავიშვილი

ანესთეზიოლოგი

დაამთავრა თსსუ‑ის სამკურნალო ფაკულტეტი (1983). გაიარა ორდინატურა ქუთაისის ო. ჩხობაძის კლინიკაში და 2015 წლამდე მუშაობდა რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმ‑რეანიმატოლოგ‑ანესთეზიოლოგად.

ფლობს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატებს.

2007 წლიდან პარალელურად — დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს სამეანო განყოფილების კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ექიმ‑რეანიმატოლოგ‑ანესთეზიოლოგი.

2012 წლიდან — დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამეანო განყოფილების ანესთეზიოლოგი; 2015 წლიდან — ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის ექიმ‑ანესთეზიოლოგი; 2022 წლის მარტიდან — ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი.

აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა აქტივობებში.

ტელ.: +995 599 62 47 42

ნინო ნიკოლაიშვილი

ნინო ნიკოლაიშვილი

მეან‑გინეკოლოგი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა გაიარა ბელორუსიის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის ბაზაზე.

ფლობს თსსუ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს და ბელორუსიის რესპუბლიკის სამედიცინო აკადემიის დიპლომისშემდგომი განათლების სერტიფიკატს (მეანობა‑გინეკოლოგია). გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამა „მეანობა‑გინეკოლოგია“ და სპეციალიზაციის ინდივიდუალური პროგრამა „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“.

აქვს ექვსწლიანი გამოცდილება სამედიცინო სფეროში; კარიერა დაიწყო მინსკის საოლქო კლინიკურ სამშობიარო სახლში. 2020 წელს შეუერთდა ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის სამედიცინო გუნდს.

არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიების, ტრენინგისა და კონგრესის მონაწილეა. სამუშაო ენები: ქართული, რუსული.

ტელ.: +995 555 79 19 16

ლია ჯინჭარაძე

ლია ჯინჭარაძე

ნეონატოლოგი; ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი

დავიბადე 1960 წელს ქ. ქუთაისში, დავამთავრე ქ. ქუთაისის 31 საშუალო სკოლა, 1981 წელს ჩავაბარე ლენინგრადის პედიატრიულ ინსტიტუტში, დამთავრებისთანავე იმავე ინსტიტუტში გავხდი რეზიდენტი და დავიწყე მუშაობა პედიატრად ი. ვორონცოვის კათედრაზე.

1992 წელს გავხდი ორდინატორი პეტერბურგის ოტტოს სახელობის კვლევით ინსტიტუტში სპეციალობით — ნეონატოლოგი.

1996 წლიდან ვმუშაობდი ქუთაისის სამეანო‑გინეკოლოგიურ საავადმყოფოში ნეონატოლოგად. 2013 წლიდან ვარ ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლში. მუდმივად ვმონაწილეობ საქართველოში მიმდინარე უწყვეტ სამედიცინო განათლებაში.

მყავს ერთი შვილი.

მირანდა კუბლაშვილი

ნეონატოლოგი‑პედიატრი; საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრი

დაიბადა ქ. ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიის ფაკულტეტი (2002).

2003–2004 — ქუთაისის N1 ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმ‑პედიატრი.

2004–2007 — თბილისის სამედიცინო აკადემიის რეზიდენტი‑ნეონატოლოგი.

2008–2010 — სტაჟორი ღუდუშაურის კლინიკის პერინატალურ ცენტრში.

2011–2012 — გადამზადება ოჯახის ექიმის სასწავლო პროგრამით.

2014 წლიდან — დღემდე მუშაობს ქუთაისის ახალ N2 სამშობიარო სახლში ნეონატოლოგად.

ხათუნა ფხაკაძე

ნეონატოლოგი

1996–2002 — ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედიატრიის ფაკულტეტი.

2007 — რეზიდენტურის დასრულება და სახელმწიფო სერტიფიკატი.

2006 — „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო ცენტრი“ — სერტიფიკატი.

2008 — კვალიფიკაცია ღუდუშაურის კლინიკაში, პერინატალური დეპარტამენტის ახალშობილთა რეანიმაციაში.

2008 — ქუთაისის სამეანო‑გინეკოლოგიური სამშობიარო სახლი, პედიატრიული განყოფილება — ნეონატოლოგი.

2014 — დღემდე: ახალი N2 სამშობიარო სახლი, პედიატრიული განყოფილება — ნეონატოლოგი.

2020 — დღემდე: „ბომონდის“ ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილება — ნეონატოლოგ‑რეანიმატოლოგი.

ყოველწლიურად გადის უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ განვითარებას.

ტელ.: +995 551 55 52 25

ხათუნა ჭეიშვილი

ხათუნა ჭეიშვილი

ნეონატოლოგი; დღის ორდინატორი

დავიბადე ქუთაისში 1969 წლის 10 მარტს. სკოლა დავამთავრე 1986 წელს ოქროს მედლით.

1988 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე ქუთაისის სამეანო‑გინეკოლოგიურ საავადმყოფოში ნეონატოლოგად; წლების მანძილზე ვიყავი ახალშობილთა განყოფილების გამგე.

მონაწილეობას ვიღებ უწყვეტ სამედიცინო განათლებაში. ამჟამად ვმუშაობ ახალ N2 სამშობიარო სახლში დღის ორდინატორად, ახალშობილთა განყოფილებაში.

მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.